faceeee

კონტაქტი

TEL: (+995) 322 23 67 65

E-mail: contact@agmzrdeli.ge

Join us on: Facebook

“აღმზრდელი” – ოჯახის დამხმარე პერსონალის დასაქმების სააგენტო!

თუ გჭირდებათ ძიძააღმზრდელი, მოხუცის მომვლელი, ოჯახის დამხმარე, მძღოლი,პედაგოგი, მზარეული … თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.

სააგენტო ,,აღმზრდელი”–ს სამუშაო გუნდი ურთიერთობისას სარგებლობს ღია კომუნიკაციის კულტურით, შესაბამისად, ჩვენ კარგად გვესმის ყველა ადამიანის მოთხოვნა.

ყოველი დღე ჩვენთვის არის გამოწვევა, რაც არის ძალიან საინტერესო ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციად ჩამოყალიბების პროცესში.  სააგენტო ,,აღმზრდელი”–ს აქვს ამბიცია იყოს წამყვანი დამსაქმებელი  კომპანია ოჯახის დამხმარე პერსონალის კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ამ პროფესიების განვითარებაზე.

თქვენ გსურთ, ჩვენ ვმოქმედებთ!

cover1

თქვენი სურვილები ჩვენთვის მნიშვნელოვანია

,,აღმზრდელი”–ს შემოქმედებითი გუნდი უწყვეტ რეჟიმში  მუშაობს იმისთვის, რომ თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდეს რაციონალურად, ოპერატიულად, კვალიფიციურად და ეფექტურად.

უფრო მეტიც,  ,,აღმზრდელი” ვარსებობთ იმისათვის, რათა მივიღოთ მონაწილეობა მომავალი თაობის ღირსეულად  აღზრდაში. რაც ჩვენთვის დიდი პატივია.

,,აღმზრდელი”–ს მისია და ღირებულებები

სააგენტო ,,აღმზრდელი” მაღალი პროფესიონალური სტანდარტებით იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას თავისი მისიის შესრულების პროცესში. ჩვენი მისიის ნაწილია გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება მომსახურების სფეროში, რომელშიც ვსაქმიანობთ.

,,აღმზრდელი”–სა და მის სამუშაო გუნდს სურს იყოს  განსხვავებული, არამარტო მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით, არამედ ბიზნეს ეთიკის მიმართულების სფეროშიც.

,,აღმზრდელი”–ს შემოქმედებითი გუნდი ადეკვატურად აფასებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობასა  და ფინანსურ შესაძლებლობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ გთავაზობთ შესაფერის დასასაქმებელ კადრს, რომელიც თანახმაა შეთავაზებულ პირობებზე.

ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია დაზოგვის კულტურის დანერგვა. კლიენტებს ვეპყრობით კომპეტენტურად, ყურადღებით, პატივისცემითა და სამართლიანად, მათი წარმომავლობის, კანის ფერის, სქესის, რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად.

,,აღმზრდელი”–სააგენტოს მიზანია:

  • პიროვნებისათვის მაქსიმალურად საუკეთესო სამუშაო პირობების შეთავაზება
  • დასაქმებულის უფლებების დაცვა როგორც სამართლებრივი, ისე მორალური კუთხით
  • დამქირავებლისათვის მის ინტერესებზე ოპტიმალურად მორგებული, კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და  სანდო კადრების შეთავაზება.

როგორ ხდება კადრების შერჩევა?

კადრების  შერჩევის  დროს პიროვნებას  თავდაპირველად უტარდება გასაუბრება, სადაც მოწმდება  მინიმალური ინტელექტი  მის  პროფესიასთან მიმართებაში,  რის  შემდეგაც მოეთხოვება წარადგინოს ცნობა  ნასამართლეობის  შესახებ, სარეკომენდაციო წერილი და ანალიზი C-ჰეპატიტზე. საჭიროების შემთხვევაში ხდება  დასასაქმებლის დატრენინგება, რომლის პროცესშიც კონკრეტულ პროფესიულ ტრენინგთან ერთად აუცილებლად ტარდება: ფსიქოლოგიური, სამართლებრივი, სამედიცინო (პირველადი დახმარების ან–და პედიატრიის კუთხით) ტრენინგები, ამის შემდეგ ენიჭება დასასაქმებელს სერტიფიკატი.

sezon

ორგანიზაციის პრიორიტეტები:

• პიროვნებისათვის დასაქმების შეთავაზება ოპტიმალურად საუკეთესო სამუშაო პირობებით, მისი კვალიფიკაციიდან და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე.

• დასაქმებულის უფლების დაცვა, როგორც სამართლებრივი ისე მორალური კუთხით.

• დამქირავებლის ინტერესებზე ოპტიმალურად მორგებული, კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და მაქსიმალურად სანდო კადრების შეთავაზება.

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად “აღმზრდელის” საქმიანობა გულისხმობს დასასაქმებლის სერთიფიცირებას მისი შრომით ბაზარზე მოთხოვნადობის გაზრდისა და დამქირავებლისათვის მაქსიმალურად სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. ამ ეტაპზე “აღმზრდელი” ორიენტირებულია ისეთ ფართოდ მოთხოვნად პროფესიებზე როგორებიცაა: ძიძა, აღმზრდელი, ოჯახის დამხმარე და მოხუცის მომვლელი. ”აღმზრდელი” თავისი საქმიანობის ფარგლებში ცდილობს ძიძა, ოჯახში დამხმარე, მოხუცის მომვლელი, საზოგადოებაში ნაკლებად პრესტიჟული მაგრამ ფართოდ მოთხოვნადი საქმიანობა წარმოაჩინოს, როგორც სრულფასოვანი და ანგარიშგასაწევი პროფესიები. ამ მიზნით გარდა იმისა, რომ ახორციელებს დასასაქმებლების დატრეინინგებას სამართლებრივი კუთხით, ასევე ეწევა უფასო იურიდიულ კონსულტაციას, როგორც დასაქმებულისათვის ასევე დამქირავებლისათვის შრომით ურთიერთობებში წარმოშობილ საკითხებთან დაკავშირებით.

,,აღმზრდელი”–ის ყოველი თანამშრომელი იღებს პასუხისმგებლობას, პირადი ძალლისხმევის მაღალი ხარისხით იქნას მიღწეული საერთო მიზნები. ჩვენი საქმიანობა მაღალი ეთიკური პრინციპებიდან  და ადამიანის უნივერსალური ღირებულებებიდან გამომდინარეობს.

ყოველი თქვენთაგანი მნიშვნელოვანია!

სააგენტო ,,აღმზრდელი’’-სათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ მისი შემოქმედებითი  ჯგუფი  მკაცრად იცავდეს კორპორაციულ სტანდარტებსა და პრინციპებს. კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა კომპანიის საერთო კეთილდღეობისა და წარმატების საწინდარია. სააგენტო იცავს კორპორაციული მართვის იმგვარ საერთაშორისო პრინციპებს, როგორებიცაა: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა, კლიენტთა თანასწორობა და უფლებები.

ჩვენი კომპანია ძალიან დიდ დროს უთმობს როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის უფლებების დაცვას. მათთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას. ჩვენ ორიენტირებული ვართ მთლიანად მათ საჭიროებებზე.

ჩვენი კომპანია და მისი შემოქმედებითი ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში ცდილობს ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისი წვლილის შეტანას. კომპანია ,,აღმზრდელი’’ ახორცილებს სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ამ მიმართულებით.

,,აღმზრდელი” – ურთიერთობის ფორმა

სააგენტო ,,აღმზრდელი”  სხვა  პირებთან  ურთიერთობაში  ხელმძღვანელობს  ურთიერთგაგების , კეთილგანწყობის , თანადგომის , ნდობისა და სხვა  ზოგადი ადამიანური   პრინციპებიდან გამომდინარე. ამავე  დროს უზრუნველყოფს ყოველგვარი ურთიერთობის  გამჭირვალეობასა და  სამართლებრივ ჩარჩოში  მოქცევას, რის  განსახორციელებლადაც  ერთ–ერთ ფაქტორს წარმოადგენს ინდივიდუალური  ხელშეკრულებების  დადება, როგორც სააგენტოსა  და  დასასაქმებელს, ასევე სააგენტოსა და დამსაქმებელს, აგრეთვე დამსაქმებელსა და  დასაქმებულს შორის. (ხელშეკრულების  ფორმების  ხილვა  შესაძლებელია ,,აღმზრდელი”– ს საიტზე)

ჩვენ გთავაზობთ გრძელვადიან  თანამშრომლობას

სააგენტო ,,აღმზრდელი”–ს ურთიერთობა  როგორც დამსაქმებელთან ისე დასაქმებულთან  არ ამოიწურება, მათ შორის ხელშეკრულების  გაფორმების ეტაპზე, არამედ სააგენტო 1 წლის  განმავლობაში თანამშრომლობს ორივე მხარესთან. უწევს მათ უფასო იურიდიულ კონსულტაციას და  აქტიურ მონაწილეობას იღებს შრომითი ურთიერთობების დროს  წარმოშობილი სადაო საკითხების მოგვარებაში.

Naniko

         სიახლეები

new

პირველად

საქართველოში, შეიქმნა

ძიძების დამსაქმებელი

სააგენტოების ასოციაცია,

სადაც ერთიანდება 4

დასაქმების კომპანია:

„გადია“, „აღმზრდელი“,

„დამხმარე“,

“მზრუნველი”.

ასოციაციის და მასში გაწევრიანებული სააგენტოების მიზანია:

  • ერთობლივად მოხდეს ყველა იმ პრობლემების დაძლევა და გადაჭრა, რომლიც ეხება ოჯახის დამხმარე პერსონალის დასაქმებას.
  • მოვახდინოთ როგორც დამქირავებლების, ისე დასასაქმებლების ინტერესების დაცვა.
  • დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადი დასაქმების სფეროები როგორიცაა ძიძა, ოჯახის დამხმარე და მოხუცის მომვლელი, ვაქციოთ ღირსეულ და დასაფასებელ პროფესიად.
  • იურისტებთან ერთად ვმუშაობთ ახალი კანონმდებლობის შემუშავებაზე, რომელიც შეეხება ზემოთხსენებულ პროფესიების დაცვას.

 

“ძიძების აკადემია”

7770000

ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა „ძიძების აკადემია“, აკადემიაში მოხდება ძიძად მუშაობის მსურველების დატრენინგება. ტრეინინგ-კურსი ჩატარდება კვალიფიციური პედაგოგების მიერ და მისი თემატიკაა: პედიატრია, ბავშვთაპირველადი დახმარების გაწევა, ფსიქოლოგია, ლოგოპედია, ადამიანთა და ბავშვთა უფლებებისდამცველი, ანიმატორი.
სამომავლოდ იგეგმება ტრენერების ჩამოყვანა უცხოეთიდან, რომლებიც უკვე დაიწყებენ ძიძების გადამზადებას საერთაშორისო დონეზე.
ტრეინინგი 10 დღიან კურსს მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი. ტრეინინგ კურსი უფასოა.

გსურთ ძიძად

მუშაობა და

გამოცდილება არ

გაქვთ?

baby777

”აღმზრდელი” მოტივირებულ გამოუცდელ ძიძებს დასაქმების შანსს აძლევს.

დამქირავებლისათვის ჩვენს მიერ შეთავაზებული გამოუცდელი ძიძები არიან სანდოები, მოტივირებულები და  რაც მთავარია, ისინი თავად არიან დედები.

კომპანია “აღმზრდელი” ყველა ძიძად მუშაობის მსურველის დატრენინგებას ახდენს. ტრეინინგი ტარდება შემდეგი მიმართულებით:

  • სამართლებრივი ტრეინინგი; შრომითი კანონმდებლობის გაცნობა და ბავშვთა უფლებების (ძიძის შემთხვევაში)
  • ფსიქოლოგიური ტრეინინგი;
  • ტრეინინგი ანიმატორის მონაწილეობით ბავშვებთან ურთიერთობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად (ძიძის შემთხვევაში);
  • სამედიცინო ტრეინინგი -პედიატრიის კუთხით (ძიძის შემთხვევაში);
  • ტრეინინგი პირველადი დახმარების საკითხებში მედდის ხელმძღვანელობით(ძიძის, მოხუცის მომვლელის, ოჯახში დამხმარეს შემთხვევაში).

 

სრულიად ახალი

მომსახურება

საქართველოში!

მამაკაცი-ძიძა, მიიღეთ

ახალი გამოწვევა!

“აღმზრდელი,,  ძიძა- მამაკაცის მომსახურებას  გთავაზობთ.

ეს თქვენთვისაა!

თუ ხართ 25-დან 40 წლამდე, ენერგიული, კომუნიკაბელური, გიყვართ ბავშვები და გსურთ მათთან მუშაობა, ”აღმზრდელი,, შანსს გაძლევთ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა.